ზღაპარი ქართულადუფასოდ
კომბლე
კომბლების მთლელი ბაზარში ძროხის გასაყიდად მიდის. ვაჭრების ხრიკს საკუთარი მოხერხებით პასუხობს — ამ ამბავში სიმართლესა და ეშმაკობას ხშირად უწევთ შეხვედრა.
დათვი, მელა და მგელი
მოსასმენად დააჭირე „მოსმენას“.

ზუსტი დროითი ნიშნულები მოწოდებული არ არის. სურათები ეპიზოდის ღილაკებით თავად შეცვალე; არჩევა აუდიოს არ ცვლის.
წაიკითხე ეს ეპიზოდი ↓დათვი, მელა და მგელი ნადავლის გაყოფას ასაკით გადაწყვეტენ. მელისა და მგლის გადაჭარბებულ ამბებს დათვის ძალა აჩერებს — იგავში თანასწორობა მხოლოდ სიტყვად რჩება.
ჩანაწერის წყარო: dadu.ge. უფასო მოსმენა არ გულისხმობს ჩანაწერის გავრცელების ნებართვას. გამოყენების შესახებ
თუ საუბარი მოგინდებათ, აირჩიეთ ერთი კითხვა. აქ „სწორი პასუხი“ და ქულები არ არსებობს.
ან დახურეთ ეკრანი: დახატეთ ქაღალდზე ის, რაც წარმოიდგინეთ, ან თქვენი სიტყვებით მოყევით. არაფრის გაგზავნა ან ჩაწერა არ არის საჭირო.
სრული ტექსტი სურათების თემების მიხედვითაა დაჯგუფებული. ყველა ნაწილი აქვე რჩება; აუდიო გვერდს ავტომატურად არ გადაახვევს.

დათვი, მელა და მგელი. ერთხელ დათვი, მელა და მგელი დაძმობილდნენ და საჭმლის საძებნელად ერთად წავიდნენ. ნახირს ერთი მსუქანი ფური ჩამორჩენოდა. ტყის სიღრმეში მოინადირეს, მერე მის გვერდით დასხდნენ და დაიწყეს ბჭობა, როგორ გავიყოთო. მელიამ მაშინვე ხრიკი მოიფიქრა.

მოდით, ვისაც ყველაზე მეტი ხანი უცხოვრია, ყველაფერი იმას დავუტოვოთ. მე იმ ხნისა ვარ, ცა და დედამიწა რომ გაჩნდა! მაშინ ჩემს გარდა ქვეყანაზე სულიერი არ არსებობდა.

დათვმა მელიას გადახედა: მართლაც ძალიან ხნიერი ყოფილხარო. მერე მგელს მიუბრუნდა და ჰკითხა, აბა, შენ როდინდელი ხარო? მგელმა მელიის ტყუილს კიდევ უფრო დიდი ტყუილი დაახვედრა.

ცა და ქვეყანა რომ გაჩნდა, ჩემი პირველი შვილი სწორედ მაშინ მომიკვდა. შენ წარმოიდგინე, მე რამდენი ხნის ვყოფილვარ!
ბოლოს ჯერი დათვზე მიდგა. მან ცალი თვალი მელიას მიაპყრო, მეორე — მგელს. მძიმე თათი მიწაზე დადო და ბოხად თქვა.

მე ჯერ ორი წლისაც არა ვარ. მაგრამ, თუ კარგი ბიჭები ხართ, მიდით და ამ ფურს პირი დააკარეთ!

მელიამაც გაჩუმება არჩია და მგელმაც. დათვი ნადავლს მიუჯდა და ძმობილებს ერთი ლუკმაც არ გაუნაწილა. სწორედ ამაზე ამბობენ — ძალა აღმართსა ხნავსო. ჭირი — იქა, ლხინი — აქა. ქატო — იქა, ფქვილი — აქა.
რომელი ზღაპრის მოსმენა გინდა?
გვითხარი მისი სათაური — წერილის გაგზავნაში უფროსს სთხოვე დახმარება.
ჯერ ზღაპრებში მოვძებნოთ