ზღაპარი ქართულადუფასოდ
კომბლე
კომბლების მთლელი ბაზარში ძროხის გასაყიდად მიდის. ვაჭრების ხრიკს საკუთარი მოხერხებით პასუხობს — ამ ამბავში სიმართლესა და ეშმაკობას ხშირად უწევთ შეხვედრა.
ჯეელი მოსამართლე და მისი ცოლი
მოსასმენად დააჭირე „მოსმენას“.

ზუსტი დროითი ნიშნულები მოწოდებული არ არის. სურათები ეპიზოდის ღილაკებით თავად შეცვალე; არჩევა აუდიოს არ ცვლის.
წაიკითხე ეს ეპიზოდი ↓მოსამართლის ცოლი კვიცზე დავას ერთი მოხერხებული შედარებით წყვეტს. ქმარს მისი ჩარევა სწყინს, მაგრამ უჩვეულო მგზავრობა საკუთარ უსამართლობას დაანახვებს.
ჩანაწერის წყარო: dadu.ge. უფასო მოსმენა არ გულისხმობს ჩანაწერის გავრცელების ნებართვას. გამოყენების შესახებ
თუ საუბარი მოგინდებათ, აირჩიეთ ერთი კითხვა. აქ „სწორი პასუხი“ და ქულები არ არსებობს.
ან დახურეთ ეკრანი: დახატეთ ქაღალდზე ის, რაც წარმოიდგინეთ, ან თქვენი სიტყვებით მოყევით. არაფრის გაგზავნა ან ჩაწერა არ არის საჭირო.
სრული ტექსტი სურათების თემების მიხედვითაა დაჯგუფებული. ყველა ნაწილი აქვე რჩება; აუდიო გვერდს ავტომატურად არ გადაახვევს.

ჯეელი მოსამართლე და მისი ცოლი. იყო ერთი ახალგაზრდა მოსამართლე, ხალხის საყვარელი კაცი. ცოლის შერთვა გადაწყვიტა, მაგრამ ერთი პირობა ჰქონდა: ჩემი საქმე ჩემი საქმეა, ცოლი მასში ნუ ჩაერევაო. მოეწონა ერთი ღარიბი ოჯახის გონიერი ქალი. პირობა გააცნო, ქალი დათანხმდა და დაქორწინდნენ. ცხრა დღე და ღამე ქორწილი იყო. მერე მოსამართლე თავის საქმეს დაუბრუნდა, ქალი კი სახლს უვლიდა. ერთ საღამოს სოფელში მეურმეები გაჩერდნენ. გზად მიმავალ ცხენოსანსაც თავშესაფარი მისცეს. ერთად ივახშმეს და დაიძინეს. დილით ნახეს, რომ ცხენს კვიცი მოეგო. პატარა კვიცი ურმის ქვეშ იწვა. მეურმეებმა აიტეხეს: რაკი ჩვენს ურემთანაა, ურემს გაუჩენიაო! ცხენის პატრონი თავისას ამტკიცებდა. ვერ მორიგდნენ და მოსამართლეს მიადგნენ. მოსამართლე შინ არ დახვდათ. ცოლმა მოუსმინა მათ უცნაურ დავას, არაფერი უთქვამს, შინ შებრუნდა. ცოტა ხანში კვლავ გამოვიდა. მომჩივნები საყვედურობდნენ, ამდენ ხანს სად იყავიო. ქალმა სრულიად მშვიდად უპასუხა:

მაპატიეთ, დაგაყოვნეთ. სახლის უკან მდინარეს ცეცხლი წაჰკიდებოდა. ფიჩხი დავაყარე, ჩავაქრე და თქვენთან გამოვედი.
მეურმეები გაოცდნენ. ეგ როგორ შეიძლება, წყალს ცეცხლი ხომ არ ეკიდებაო? ქალმა სწორედ ამ სიტყვას მოუსწრო:

წყალს თუ ცეცხლი არ მოეკიდება, ურემი როგორღა გააჩენს კვიცს? პატარა კვიცი ცხენისაა. მის პატრონს დაუბრუნეთ.
მეურმეები გაწბილდნენ. ქალს მეტი სიტყვის თქმა აღარ დასჭირვებია.

სწორედ ამ დროს მოსამართლეც დაბრუნდა. ცოლს ჰკითხა, კართან შეკრებილ ხალხს რაზე ესაუბრებოდიო. ქალმა ყველაფერი გულახდილად უამბო. ახალგაზრდა კაცს იმის ნაცვლად, რომ მისი გონიერება გახარებოდა, თავისი პირობა გაახსენდა. ბრაზი მოერია და უთხრა:

ჩვენ ხომ შევთანხმდით! ჩემს საქმეში არ უნდა ჩარეულიყავი. პირობა დაარღვიე... ახლა ერთად ვეღარ დავრჩებით. შეაბი ურემი და წადი. რაც ამ სახლში ყველაზე მეტად გიყვარს, ის თან წაიღე.

ქალი არ შეჰკამათებია. მხოლოდ სთხოვა, წასვლამდე გამოსამშვიდობებელი პური მაინც ერთად ეჭამათ. მოსამართლე დათანხმდა. სუფრას მიუსხდნენ. ქალმა ქმარს ღვინო დაალევინა. კაცმა ბევრი დალია და მალე ჩაეძინა. მაშინ ქალმა ურემი მოამზადა, მძინარე ქმარი ზედ დააწვინა, საბანი დაახურა და გზას გაუდგა. იარეს, იარეს და ტყეში შევიდნენ.

ბოლოს მოსამართლეს გამოეღვიძა. თვალები მოიფშვნიტა და მიმოიხედა. თავისი ოთახის ნაცვლად ხის ტოტები დაინახა, საბნის ქვეშ კი ურემი ირწეოდა. შეშფოთებულმა ცოლს ჰკითხა: ეს რა გიქნია, სად წამომიყვანეო? ქალმა მშვიდად შეხედა და უპასუხა:
შენ თვითონ მითხარი, რაც ჩემს სახლში ყველაზე მეტად გიყვარს, თან წაიღეო. მე კი იქ ყველაზე მეტად შენ მიყვარხარ... ჰოდა, შენ წამოგიყვანე.

მოსამართლე დადუმდა. ახლა მიხვდა, როგორ უსამართლოდ მოქცეოდა ცოლს. საკუთარი სიჯიუტის შერცხვა. ურემი შინისკენ მოაბრუნეს და ერთად დაბრუნდნენ. იმ დღიდან მოსამართლე ცოლის რჩევასაც უსმენდა: გონიერ სიტყვას კარს აღარ უხურავდა. ჭირი იქა, ლხინი აქა. ქატო იქა, ფქვილი აქა.
რომელი ზღაპრის მოსმენა გინდა?
გვითხარი მისი სათაური — წერილის გაგზავნაში უფროსს სთხოვე დახმარება.
ჯერ ზღაპრებში მოვძებნოთ