ზღაპარი ქართულადუფასოდ
კომბლე
კომბლების მთლელი ბაზარში ძროხის გასაყიდად მიდის. ვაჭრების ხრიკს საკუთარი მოხერხებით პასუხობს — ამ ამბავში სიმართლესა და ეშმაკობას ხშირად უწევთ შეხვედრა.
მეფის შვილობილი
მოსასმენად დააჭირე „მოსმენას“.

ზუსტი დროითი ნიშნულები მოწოდებული არ არის. სურათები ეპიზოდის ღილაკებით თავად შეცვალე; არჩევა აუდიოს არ ცვლის.
წაიკითხე ეს ეპიზოდი ↓პატარა ბიჭის უცნაური პასუხები მეფის ვეზირებს აბნევს. როცა იგი „ჩხუბის თესვასა“ და „ცრემლის ვალს“ განმარტავს, სტუმრები მის დაკვირვებულ გონებას აღმოაჩენენ.
ჩანაწერის წყარო: dadu.ge. უფასო მოსმენა არ გულისხმობს ჩანაწერის გავრცელების ნებართვას. გამოყენების შესახებ
თუ საუბარი მოგინდებათ, აირჩიეთ ერთი კითხვა. აქ „სწორი პასუხი“ და ქულები არ არსებობს.
ან დახურეთ ეკრანი: დახატეთ ქაღალდზე ის, რაც წარმოიდგინეთ, ან თქვენი სიტყვებით მოყევით. არაფრის გაგზავნა ან ჩაწერა არ არის საჭირო.
სრული ტექსტი სურათების თემების მიხედვითაა დაჯგუფებული. ყველა ნაწილი აქვე რჩება; აუდიო გვერდს ავტომატურად არ გადაახვევს.

მეფის შვილობილი. ერთ უშვილო მეფეს სურდა, შვილი აეყვანა და თავის მემკვიდრედ დაეტოვებინა. ნაზირ-ვეზირებს უბრძანა: ქვეყანა მოიარეთ და გონიერი, სახიერი ბავშვი მომიძებნეთო. დიდხანს იარეს ვეზირებმა. ბოლოს ერთ სოფელში, პატარა სახლთან, ბიჭუნა დაინახეს. გამოელაპარაკნენ და ჰკითხეს, მამა სად გყავსო. ბავშვმა მშვიდად მიუგო:

მამაჩემი? ჩხუბს თესავს.
ვეზირებმა გაკვირვებით გადახედეს ერთმანეთს. მერე დედის ამბავი ჰკითხეს.

დედაჩემი ცრემლს ავალებს.

სტუმრები ამ უცნაურ პასუხებს ჯერ ვერ მიუხვდნენ. გზა გამოევლოთ და ღვინო მოითხოვეს. ბიჭუნამ ეზოსკენ გაიხედა და უთხრა:

ჯერ ცხენები ვაზებზე გამოაბით და მერე ღვინოსაც დაგალევინებთ.
ვეზირები აქეთ-იქით მიმოიხედნენ. ვაზის ჭაჭანება არსად იყო. ბავშვს უთხრეს, ვაზი ვერ ვიპოვეთო.

აბა, თუ ვაზი არ გვაქვს, ღვინო საიდან გვექნება? მამაჩემი კი ყანას თესავს. ვინმემ ნათესი რომ გადაუთელოს, ხომ წაეჩხუბება? აი, ამიტომ გითხარით, ჩხუბს თესავს-მეთქი.
ახლა ვეზირებს დედის ამბავიც აინტერესებდათ. როგორ ავალებდა იგი ცრემლს?

მეზობელი გარდაიცვალა და დედაჩემი მის დასატირებლად წავიდა. დღეს დედა მათთან ტირის... ჩვენს ოჯახს რომ მწუხარება ეწვევა, ისინიც მოვლენ და ჩვენთან იტირებენ.

ვეზირებს მოეწონათ პატარა ბიჭის მოსწრებული სიტყვა-პასუხი. მიხვდნენ, უბრალო სიტყვების მიღმა გონიერი გული იმალებოდა. ბავშვი მეფეს წარუდგინეს. მეფემ მოუსმინა, თვითონაც მოიწონა და შვილად აიყვანა.
რომელი ზღაპრის მოსმენა გინდა?
გვითხარი მისი სათაური — წერილის გაგზავნაში უფროსს სთხოვე დახმარება.
ჯერ ზღაპრებში მოვძებნოთ